რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი. უილსონი ჩამოთვლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” მოქმედებებს და აცხადებს, რომ ყოველივე ამის შემდეგ მათი მხრიდან ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენება თავხედობაა.
“ოქტომბერში, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახელმწიფოს უკანონო მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფება:
· ყოველდღიურად ავრცელებს ანტი-ამერიკულ პროპაგანდას;
· დაადანაშაულა პრეზიდენტი ტრამპი კორუფციაში;
· გააძევა ამერიკული კომპანიები ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ;
· ამყარებს ღრმა კავშირებს ირანის ტერორისტულ რეჟიმთან;
· აკრძალა ოპოზიცია;
· სცემა და დააპატიმრა უდანაშაულო ხალხი;
შეურაცხმყოფელია, გეყოს თავხედობა და მოთხოვნები წაუყენო პრეზიდენტ ტრამპს”, – წერს უილსონი.
