ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ

თუ უკრაინა დაეცემა, ჩვენ რუსეთს ცოტათი უფრო ახლოს შევეჯახებით, ფაქტობრივად ევროკავშირის საზღვრებზე, ძალიან ახლოს ჩეხეთთან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპის უსაფრთხოებისთვისაც მოაქვს სარგებელი.
„უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ, რომელიც ასევე, ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს კბილებს“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ