რატი ბრეგაძე – ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ “პოლიტიკოსები” ქართულ ჯარზე „მუხანათური იერიშის“ მიტანას ცდილობს, რაც ქვეყნის მტრობაა.
რატი ბრეგაძის თქმით, „ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები“ ქართული ჯარის მოტივაციას ვერაფერს დააკლებენ და თავად კი აღმოჩნდებიან მტრის მხარეს.
„ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით შეპყრობილი “პოლიტიკოსები” მორალურ საზღვრებს მიღმა არსებული ცილისმწამებლური ხერხებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე, ქართულ ჯარზე, მუხანათური იერიშის მიტანას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოსდა ჯარზე სახელმწიფო არ ზრუნავს.
მსგავსი ქმედების მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა, რაც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმებს. სამარცხვინოც კი აღარ არ არის მსგავსი ზნედაცემულობა, ეს უკვე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა.
ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული დიდი საქმე დევიზით – ყველაფერი საუკეთესო ჯარს- წარმატებით გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება მინისტრის და მისი გუნდის მუდმივი ზრუნვის საგანია, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მოძულენი. ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს!
ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს!“, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…