: არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია… თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ თურქეთში ვიზიტზე ვიფიქრებ

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის ჩავა თუ არა რუსეთის ლიდერი, თურქეთში, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ეს განცხადება ტრამპმა ჟურნალისტებთან, საუდის არაბეთში ყოფნისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, ტრამპის თქმით, ის “ყოველთვის განიხილავს” ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ ტრამპმა უკვე დატოვა და კატარში გაემგზავრა.

“ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია…მე არ ვიცი იქნება თუ არა ის [პუტინი] იქ, თუ მე არ ვიქნები. ამას გავიგებთ. თუ ასე შევძლებთ ომის დასრულებას, მაშინ ამაზე [თურქეთში ვიზიტზე] ვიფიქრებ”, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა დასძინა, რომ შესაძლოა, ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებებისთვის თურქეთს ეწვიოს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს