კაია კალასი – მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას – ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა ომი დაასრულოს

ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მან დაასრულოს ომი. მივესალმები სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სანქციების სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ მეტი ნაწილია, რომელიც პუტინის აგრესიის დასაფინანსებლად შემოსავლის მისაღებად ნავთობის უკანონოდ გადაზიდვას ახორციელებს. სანქციები ასუსტებს რუსეთის საომარ ფონდს“, – წერს კალასი.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა