ბრაზილიის პრეზიდენტი – ვეცდები, პუტინი დავარწმუნო – ვეტყვი: ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე

ვეცდები, პუტინი დავარწმუნო, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდეს, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვეცდები პუტინს დაველაპარაკო. ვეტყვი: „ჰეი, ამხანაგო პუტინ, ჩადი სტამბოლში და მოლაპარაკებები დაიწყე“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
მანამდე ბრაზილიამ და ჩინეთმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც რუსეთსა და ს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.