ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მაისს განაცხადა მოხსნის სანქციებს სირიის ახალი მთავრობის წინააღმდეგ და დამასკოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, რათა ქვეყანას „მშვიდობის შანსი“ მისცეს.
14 მაისს ტრამპი საუდის არაბეთში არაოფიციალურად შეხვდება სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასაც – ყოფილ მეამბოხეს, რომელმაც გასულ წელს ყოფილი ლიდერი, ბაშარ ასადი დაამხო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ურთიერთობების დაახლოება საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველთან, ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა.
„სირია, წარმატებებს გისურვებ“ – თქვა დონალდ ტრამპმა. „გვაჩვენე რაღაც განსაკუთრებული“.
ეს დიდი მხარდაჭერა იქნება სირიის პრეზიდენტისთვის, რომელიც ქვეყნის სათავეში 2025 წლის დეკემბერში მოვიდა მას შემდეგ, რაც დამასკოში შეიჭრა და ასადის ოჯახის 54-წლიანი მმართველობა დაასრულა.
სპარსეთის ყურის ლიდერები დამასკოში ახალ მთავრობას უჭერენ მხარს და ცდილობდნენ ტრამპიც მოკავშირედ გაეხადათ, რადგან მიიჩნევენ, რომ აჰმედ ალ-შარაა სირიაში ირანის გავლენას აღუდგება წინ. ათწლიანი სამოქალაქო ომის დროს ასადის მთავრობას ირანი და ეხმარებოდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში