გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, ხუთშაბათი მნიშვნელოვანი თარიღია ში ომის შესაძლო დასრულების თვალსაზრისით, – ინფორმაციას Tagesschau-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვადეფულმა რუსეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლისკენ მოუწოდა.
„რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, თუ ის სერიოზულად არის დაინტერესებული მშვიდობით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იოჰან ვადეფული რუსეთს შედეგებით ემუქრება, თუ ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ს შეთავაზებას არ მიიღებს.
„ამ შემთხვევაში შედეგებიც იქნება. ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის მიერ ამ ომის გაგრძელებას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი