აკაკი ბობოხიძე ღია წერილზე – ეს არის ივანიშვილის დაწერილი წერილი – ტრამპს უსაყვედურო, ჩვენს საჯარო გამოსვლებზე პასუხი რატომ არ მიგვიღიაო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – მეტი ასეთი წერილი და ტრამპი დარწმუნდება, რა არაადეკვატურ ადამიანებთან აქვთ საქმე

ეს არის ივანიშვილის დაწერილი წერილი – ტრამპს უსაყვედურო, რომ ჩვენს საჯარო გამოსვლებზე პასუხი არ მიგვიღიაო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რაც შეიძლება მეტი ასეთი წერილი ტრამპს და კიდევ უფრო დარწმუნდებიან, თუ რა არაადეკვატურ, ხელისუფლების შენარჩუნების მანიაკური სურვილით შეპყრობილ ადამიანებთან აქვთ საქმე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლის ადრესატიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და -ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი არიან.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, „ხაფანგში გამომწყვდეული თაგვივით არის, რომელიც კედლებს აწყდება“.
„არ მგონია, რომ კობახიძის დაწერილი წერილია, იმის დაწერილია, ვინც თავის დროზე დაწერა დავით უსუფაშვილის წერილი, რომელზედაც აღიარა, რომ არ წამიკითხავს, ხელი მოვაწერეო. ეს არის ივანიშვილის დაწერილი წერილი: ტონი, შინაარსი, ყველაფერი. მახსოვს, ერთხელ ივანიშვილის მიმართ იქნა გამოყენებული ტერმინი: „სიდან ამხელა ამბიცია?! სიდან?“. „სიდან ამხელა ამბიცია?“, გავიგე რომ უკმაყოფილოები არიან, რათა წერილობით გაგზავნილ პოზიციაზეც პასუხი ვერ მიიღეს. წერილში წერია: „ჩვენს არაერთ საჯარო გამოსვლებზე“, ერთადერთი ვინც ამ ქვეყანაში ამბიციებით არის შეპყრობილი და ჰგონია, რომ მსოფლიო დონის ტიპია, ეს არის ივანიშვილი.
სავარაუდოდ, მართლა ჰგონია, რომ ტრამპი ყოველდღიურად პირადად უნდა ეცნობოდეს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების საჯარო გამოსვლებს. არიან ადამიანები, რომლებიც ამას თვალყურს ადევნებენ, მაგრამ ტრამპს უსაყვედურო ჩვენს საჯარო გამოსვლებზე პასუხი არ მიგვიღიაო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
გაბოროტებული, გაბრაზებული კაცია, რომელიც ვერ ხვდება, რა უნდა გააკეთოს. ის არის ხაფანგში გამომწყვდეული თაგვივით, რომელიც კედლებს აწყდება. სანქციების მიმართაც ამ ადამიანებს თითქოს აგდებული დამოკიდებულება აქვთ, რაც არ არის ადვილი, არ არის ადვილი თანამედროვე სამყაროში „ქეშებით“, ნაღდი ფულით ირბინო და კომფორტული ცხოვრება მოიწყო. რაც შეიძლება მეტი ასეთი წერილი ტრამპს და კიდევ უფრო დაჩქარდება პასუხი, კიდევ უფრო დარწმუნდებიან, რა არაადეკვატურ ხელისუფლების შენარჩუნების მანიაკური სურვილით შეპყრობილ ადამიანებთან აქვთ საქმე“, – აღნიშნა ბობოხიძემ.
რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის 26 მაისს, ბობოხიძე გამოეხმაურა, როგორც „ქართული ოცნების“ შეფასებებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების ორად გახლეჩას ცდილობს“, ისე ს შემდეგ განცხადებას: “26 მაისს ჩვენ ჩავიბარებთ“.
„26 მაისს ჩაიბარებს ქართველი ხალხი! ქართველი ხალხი 26 მაისის აღნიშვნას დაიწყებს რუსთველის გამზირზე, დაწყებული თავისუფლების მოედნიდან. თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, მომხრეს, ე.წ. ნეიტრალებს სურთ ამ დღის აღნიშვნა, თან რუსთველზე, მობრძანდნენ. [რაც შეეხება იმას, ხომ არ არის მოსალოდნელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს შორის დაპირისპირება], 160-დღეზე მეტია საზოგადოება ახერხებს თავიდან აიცილოს დაპირისპირება. თუ დაპირისპირება იყო, ეს იყო მოგზავნილი ადამიანების, ე.წ ტიტუშკების გამო. თუ სურს საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდეს ქუჩაში მოსიარულე ხალხს, მოვიდნენ რუსთაველზე, თუმცა, მეეჭვება, მ დღეს ან მომავალში შეძლოს თავისუფლად იაროს თბილის ქუჩებში. იმიტომ კი არა, რომ ვინმე რაიმეს უზამს, მგონია, ქართველ ხალხს აქვს ტოლერანტობა, რომ კობახიძისნაირ ადამიანებს ისე არ გასცეს პასუხი, როგორსაც იმსახურებენ. არ ეყოფა მას ამის გამბედაობა“, -აღნიშნა ბობოხიძემ.