„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაიწყო

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ -ში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, შეხვედრები ექნებათ სენატშიც იმისთვის, რომ დროულად მოხდეს „MEGOBARI აქტის” მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.
„დავიწყეთ შეხვედრები აშშ-ის კონგრესში, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ კონგრესის წევრებს მადლობა გადავუხადოთ „მეგობარი აქტისთვის”, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიიღო წარმომადგენლობითმა პალატამ და რომელიც სენატს გადაეცა.
ბუნებრივია, სენატშიც გვექნება შეხვედრები იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ აქტის მიღება, რომელიც ძალიან ბევრ სიკეთეს სთავაზობს ქართველ ხალხს, საქართველოს, მაგრამ ასევე ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე. ჩვენთან დელეგაციაში არის ასევე პრეზიდენტი სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა შეხვედრაზე, რომ მამამისი იდევნება პუტინთან წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ეს არის წინააღმდეგობა, რომელსაც აუცილებლად მოიგებს ამერიკა, , საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ ვიყოთ გამარჯვებულის მხარეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს ჩეჩენი ქალის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაციაზე – საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება – ის გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში