პრესმდივანი: ალექსეი ნავალნი იმყოფება იამალ-ნენთა ოლქის ციხეში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იმყოფება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში – იუწყებიან ნავალნის მოკავშირეები, რომლებიც ოპოზიციონერთან 20 დღის განმავლობაში ვერ ამყარებდნენ კავშირს.
ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ამბობს, რომ მსჯავრდებულს მისი ადვოკატი შეხვდა და ნავალნი “კარგად არის”.
ოლქი მდებარეობს დასავლეთ ს ვაკის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელში, სადაც ნავალნის კოლონია მდებარეობს, ახლა პოლარული ღამეა. მოსკოვთან ოლქს აკავშირებს ვორკუტაზე გამავალი რკინიგზა.
კოლონიაში, რომელშიც ნავალნი იმყოფება, თავის დროზე სასჯელს იხდიდნენ იუკოსის თანამფლობელი, პლატონ ლებედევი და უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი, ოლეგ სენცოვი.
სოფელში არის კიდევ ერთი კოლონია, სახელით “პოლარული ბუ” – მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო