ჰაკან ფიდანი – თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს – მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე

თურქეთი მზადაა, სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს და იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან შეიკრიბებიან , – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები კომპრომისზე წავლენ და შეთანხმებას მიაღწევენ. ახლა არსებობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას, კერძოდ, როგორც იცით, უკრაინელები ჯერ ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ. რუსებს ჯერ მოლაპარაკებები სურთ, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა. და ამჟამად სიტუაცია ჩიხშია შესული“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, სიტუაცია რთულია, მაგრამ პოზიტიური მიმართულებით ვითარდება
„მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ და შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, არსებული გარემოებების მიუხედავად. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სიტუაცია რთულია, მაგრამ ის პოზიტიური მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან