გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი – თუ ში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, სანქციების მომზადებას დავიწყებთ

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, თუ ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კორნელიუსმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპის ქვეყნები სანქციების მზადებას დაიწყებდნენ, კორნელიუსმა უპასუხა: „ზუსტად“.
„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს