“სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ” – მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ უნგრეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი რჩება და სწორედ ამიტომ მოუწოდეს მათ პირველებმა “საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ”.
“ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი და ჩვენი პროექტი არ არის იდეალური. ბოლო-ბოლო, ეს არის მუდმივი განგრძობადი სამუშაო, თუმცა ეს უნდა იყოს ერთად მუშაობის სტიმული. როგორც დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის წარმომადგენლებზე, ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო კონტინენტის დღის წესრიგის შექმნა და ამბიციური მიზნების დასახვა, როგორც ჩვენი ეროვნული კანონმდებლობებისთვის, ისე ევროპისთვის. სწორედ ამ მიზნით ევროპარლამენტი რჩება გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ პირველებმა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ და სწორედ ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ევროპული მხარდაჭერისკენ მოწოდებებს თავისუფლებისთვის ამ ბრძოლაში და და სწორედ ამიტომ დავუჭერთ მხარს დღეს უკრაინასთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიო და ცალსახა დასკვნებს, იმის შესაბამისად, რაც ჩვენ ერთობლივად გავაკეთეთ ყველა ჩვენს დასკვნებში და ჩვენს შეხვედრებზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ,” – განაცხადა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!