ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს – უკრაინას ამ ომის დასრულება სურს და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად, ახლა ჩვენ რუსეთისგან მსგავს ნაბიჯებს ველოდებით

უკრაინის პრეზიდენტი, რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე პაპ ლეო XIV-ს, ეს ჩვენი პირველი საუბარი იყო, თუმცა უკვე ძალიან თბილი და ჭეშმარიტად შინაარსიანი. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებთ მის სიტყვებს ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ს მიერ დეპორტირებული ათასობით უკრაინელი ბავშვის შესახებ. ს დახმარებას ელის ოჯახებთან მათ დაბრუნებაში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, რომის პაპს უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობა.
„ვაცნობე პაპს უკრაინასა და ჩვენს პარტნიორებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ, რომ დღეიდან უნდა დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. ასევე, კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის მზადყოფნა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის – პოზიცია, რომელსაც ჩვენ არაერთხელ გავუსვით ხაზი. უკრაინას სურს ამ ომის დასრულება და ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ახლა ჩვენ ველოდებით მსგავს ნაბიჯებს რუსეთისგან“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, სამოციქულო ვიზიტით უკრაინაში მიიწვია.
„ასეთი ვიზიტი რეალურ იმედს მოუტანს ყველა მორწმუნეს და ჩვენს ყველა ხალხს. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ კონტაქტს და დავგეგმავთ პირისპირ შეხვედრას უახლოეს მომავალში“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!