“დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში” – ზელენსკი სგან ცეცხლის შეწყვეტას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა, რომ სგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში.

“ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ს მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა.

“რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და -ს ეცოდინებათ, რა მდგომარეობაა და შეეძლებათ შესაბამისად განაგრძონ! მეეჭვება, რომ უკრაინა შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც არ გამოვიდოდა აშშ-ის გარეშე (ახლოსაც ვერ მივიდოდა!). გამართეთ შეხვედრა ახლავე!!!” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი “Trush Social”-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს