30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 3-დან 5 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები გადაბმულად 9 დღის განმავლობაში დაისვენებენ.
“ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ამ გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულები დამატებით დაისვენებენ 3 დღეს, დანარჩენი 6 დღე კი შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეებია. უქმე დღეები დაიწყება შაბათს, 30 დეკემბერს და სრულდება ორშაბათს, 8 იანვარს.
დამატებით, მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავად განსაზღვრავენ იმ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი დადგენილება.
“დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე”, – წერია განცხადებაში.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა გასულ წელსაც. უქმე დღეებად გამოაცხადა 3-დან 6 იანვრამდე დღეები, რომელიც შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დასვენების დღეებს არ ემთხვეოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…