– ტრამპს ვესაუბრეთ და 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით

ტრამპს ვესაუბრეთ, 12 მაისიდან უპირობო ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთი შეხედულება გვაქვს, რუსეთის პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, კიევში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„კიევში სამიტის დასრულების შემდეგ ყველამ -ის პრეზიდენტთან ვილაპარაკეთ. კარგი საუბარი იყო – პოზიტიური და კონკრეტული. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის.
საერთო შეხედულებას ვიზიარებთ: დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა მინიმუმ 30 დღით. წინადადებით გამოვდივართ, ის ორშაბათს, 12 მაისს დაიწყოს. რუსეთის პასუხს ველოდებით.
წინადადება მაგიდაზე იყო საუდის არაბეთში საუბრების დაწყებიდანვე, როდესაც ის პირველად შეერთებულმა შტატებმა წამოწია წინ. მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება, საუკეთესო მომენტი იქნება დიპლომატიისთვის. მზად არის შეხვედრებისთვისა და მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია