ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ს აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაამტკიცეს.
ლვოვში დღეს ხელმოწერილი ლვოვის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას — რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის სამართლებრივი შეფასებისთვის.
ტრიბუნალის ფორმალიზების შემდეგი ეტაპი ლუქსემბურგში, 13-14 მაისს გაიმართება, სადაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალურ მოთხოვნებს წარადგენს.
„ტრიბუნალი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ამოქმედდება“ – აცხადებს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი.
ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკრაინის სამართლებრივ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე სძენს ძალას და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ