„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვეტერანებს მიულოცეს ნაციზმზე გამარჯვება

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა წელსაც 9 მაისს მიულოცეს ნაციზმზე გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც დილიდან შეიკრიბნენ „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ (ე.წ. კიკვიძის პარკი). მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი შესრულდა.
„ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და რა თქმა უნდა, ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს დღე. მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო ეს დღე“, – თქვა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 80-ე წლისთავს აღნიშნავს.
გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 1945 წლის 8 მაისს, 23:01 საათზე, შეწყდა ოფიციალურად. ამ დროს მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში, 9 მაისის 01:01 საათი იდგა. 9 მაისს გამთენიისას გადმოსცა რადიომ თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.
რამდენიმე წელია, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის ნაწილი მოითხოვს, საქართველომ ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშნოს. ამის არგუმენტია ის, რომ ქვეყანამ არჩევანი გააკეთოს და ეს დღე დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად აღნიშნოს, რითაც იდეოლოგიურად გაემიჯნება საბჭოური, რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო