როცა ახალ სახეებზე აკეთებენ განცხადებას და პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ერთმანეთთან თავსებადი არ არის – “ლელოს” განცხადებაზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ თქვა, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი ალტერნატივა “ლელოა.”
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, “ლელოს” განცხადება პოპულისტურია, თუმცა იმედოვნებს, რომ შინაარსობრივად გაასწორებენ.
“როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა “ლელოს” მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ და უფრო შინაარსობრივ საკითხებზე გააკეთებენ აქცენტს,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება