მედია: რუსი პროპაგანდისტი ანტონ კრასოვსკი მოწამლეს

რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, „რაშა თუდეის“ [RT] რუსულოენოვანი რედაქციის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონ კრასოვკი მოწამლეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინულ დაზვერვაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
კრასოვსკი ამჟამად ჰოსპიტალიზებულია და როგორც თავად ამბობს, კვირის დასაწყისში იგი უცებ ცუდად გახდა – დაეწყო ღებინება, შემდეგ კი გონება დაკარგა. „ნელ-ნელა გონს მოვდივარ“, – ამბობს იგი.
„უკრაინსკა პრავდას“ წყარო დაზვერვის სამსახურში აცხადებს, რომ კრასოვსკი მოწამლეს. ვინ, როგორ და რითი, იგი არ აკონკრეტებს. „ცუდი ადამიანი ცუდ რაღაცებს აკეთებდა და აგერ, შობას ცუდად გახდა“, – ამბობს იგი.
კრასოვსკიმ RT-ში სამსახური 2022-ის ოქტომბერში დაკარგა, როცა ერთ-ერთი ჩართვისას განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები ეუბნებოდნენ, რომ „მოსკალების“ [რუსების დამამცირებელი სახელწოდება] მიერ იყო ოკუპირებული. კრასოვსკიმ თქვა, რომ საჭირო იყო ამ უკრაინელი ბავშვების „დახრჩობა და დაწვა“. კრიტიკის ფონზე, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.