სი ძინპინი მოსკოვშია – რამდენი ტრილიონის დახარჯვა მოუწევს რუსეთს? – “ურთიერთობების განვითარების” დოკუმენტი

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, დღეს, 9 მაისის “სამხედრო აღლუმისთვის” მოსკოვში ჩავიდა. მან ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კრემლში მოლაპარაკებები გამართა. მოგვიანებით მათ ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას ახალ დონეზე აიყვანენ და “გადამწყვეტად” დაუპირისპირდებიან შეერთებული შტატების გავლენას.
ვრცელ ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ გაღრმავებენ ურთიერთობებს ყველა სფეროში, მათ შორის სამხედრო კავშირებში და “გააძლიერებენ კოორდინაციას, რათა მნიშვნელოვნად დაუპირისპირდნენ ვაშინგტონის მიერ რუსეთისა და ჩინეთის “ორმაგი შეკავების” კურსს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში “ურთიერთობის განვითარების” შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ზეც.
“უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის, აუცილებელია მისი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა,” – წერია დოკუმენტში.
ძინპინისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ისიც, რომ რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი ჩინურ ბიზნესებთან ერთობლივი პროექტების დასაფინანსებლად დაახლოებით 3,5 ტრილიონი რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც 42 მილიარდ დოლარზე მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის