რუსეთმა 9 მაისის ცეცხლის შეწყვეტის პირობა უკვე 734-ჯერ დაარღვია – სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა 8-11 მაისს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა უკვე 734-ჯერ დაარღვია.
“ჩვენი სამხედრო მონაცემების მიხედვით, პუტინის განცხადებების მიუხედავად, ს ძალები აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელ ხაზზე. შუა ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის პირობა 734-ჯერ დაარღვია და 63 თავდასხმა მიიტანა, რომელთაგან 23 ამ წუთებშიც გრძელდება. 586 იერიში მიიტანეს ჩვენი ჯარისკაცების პოზიციებზე, აქედან 464 მძიმე შეიარაღებით. 176 იერიში დრონებით და 10 საჰაერო იერიში 16 მართვადი საავიაციო რაკეტით” – წერს სიბიგა X-ზე.
რუსეთმის მიერ 8 მაისს უკრაინის რეგიონებზე იერიშის შედეგად, დონეცკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. დაშავდა 70 წლის ქალი.
გარდა ამისა, 7 მაისს, გვიან საღამოს, რუსეთმა კიდევ ერთი ავიაბომბი დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში ჩამოაგდო, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. არიან დაშავებულები, მაშველები ნანგრევებში ეძებენ ერთ ქალს.
28 აპრილს ვლადიმირ პუტინმა 9 მაისთან დაკავშირებით, 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც 8 მაისს 00:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს დასრულდება.
რუსეთმა მსგავსად თქვა, რომ ცეცხლს შეწყვეტდა აღდგომის დღეებში, თუმცა რამდენიმე საათში განაახლა იერიშები უკრაინის ტერიტორიაზე.
3 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო პუტინის შეთავაზება 9 მაისს დაგეგმილი პუტინის აღლუმის ფონზე 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მას “თეატრალური დადგმა” უწოდა და პუტინს -ს მიერ შეთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა