უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა თავისივე გამოცხადებული ზავი 700-ჯერ დაარღვია

უკრაინაც და ს აცხადებენ, რომ მათ ძალებს თავს დაესხნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიხამ განაცხადა, რომ რუსეთმა ხუთშაბათს ცეცხლის შეწყვეტის თავისივე შეთანხმება 734-ჯერ დარღვევაში და ზავს სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე „ფარსი“ უწოდა.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მათივე ცნობით საარტილერიო თავდასხმები მთელს 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მიმდინარეობდა, თუმცა ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე წინა 24 საათის განმავლობაში.
პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი გრინვიჩის დროით 10 მაისის 21:00 საათამდე იმოქმედებს და უკავშირდება მოსკოვში 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს. “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მოსკოვში ჩასვლას 20-მდე ქვეყნის ლიდერებიც აპირებენ.
ზავის გამოცხადებაზე სთან რაიმე სახის მოლაპარაკება არ გამართულა, გარდა რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ კიევმაც უნდა მისდიოს ამ მაგალითს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ უარყო პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი. მან ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.
სააღდგომოდ, 20 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში მოსკოვი და ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
ფორუმი