პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს – ევროპის დღის აღსანიშნავად, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
„ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა