ზელენსკი რუსეთზე ზეწოლისა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა წუხელ უკრაინას ოთხი ბალისტიკური რაკეტით და 142 დრონით დაარტყა, დაიღუპა ორი ადამიანი – ქალი და მისი ვაჟი, ცნობილია შვიდი დაშავებულის შესახებ რომელთაგან ოთხი ბავშვია.
ზელენსკის სიტყვებით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მას ომის წარმოების რესურსი გამოეცალოს „მადლობა პარტნიორებს, რომლებსაც ეს ესმით და გვეხმარებიან, მადლობა თითოეულს, ვინც უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ეხმარება, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ნამოქმედარზე“, ამბობს ზელენსკი.
კიევის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე გამთენიისას თავდამსხმელი 28 რუსული დრონიდან, 11 მოიგერია საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით იერიში რუსეთმა მიიტანა, ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის წინ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინიციატივით 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, რომელიც “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” 80 წლისთავს ეძღვნება უკრაინაზე იერიშს არ მიიტანს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“