უკრაინაში პირველად ქრისტეს შობას,7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავენ

უკრაინაში პირველად ქრისტეს შობა, 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კიევში მიმდინარე წლის ივლისში მიიღეს. მოტივი ში ს ისტორიული გავლენის წაშლის მცდელობაა. საშობაო მიმართვა ღამით უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს უკვე მეორე განსხვავებული შობაა უკრაინისთვის ომის დროს, ხოლო ოჯახური ვახშამი შობის დროს აღარაა ისეთი, როგორიც იყო, რადგან ყველა არ იმყოფება საკუთარ ოჯახში ან არ აქვს სახლი.
„ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ, სიბნელე და ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენი საერთო სურვილი და დღევანდელი ჩვენი საერთო ლოცვაც ეს არის, ჩვენი თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი შევძლებთ სახლში შეკრებას მშვიდობიანი შობის, მშვიდობიანი წლისთვის და ყველანი ვეტყვით ერთმანეთს – ქრისტე იშვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია