გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა

გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა.
გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახდა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კლინგბაილი მხარს უჭერს გერმანიის სამხედრო ძალების გაძლიერებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი იოჰან ვადეპული, რომელიც ანალენა ბერბოკს შეცვლის. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ვადეპული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას ს ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ამას გარდა, ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი დარჩება. პისტორიუსი არის ყოფილი კანცლერის, ს კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელიც ახალ მთავრობაში გადადის, როგორც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი.
ნენსი ფეზერს ჩაანაცვლებს და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება ალექსანდერ დობრინდტი „ქრისტიანული სოციალური კავშირიდან (CSU)“.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრად კატერინ რაიხე დაამტკიცეს, ასევე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ (CDU).
გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.
ვრცლად 1tv.ge