ლევან ღამბაშიძე: ხელის გულზე რაც დევს იმაზე მაინც დახარჯეთ ზედმეტი ორი წუთი დასაფიქრებლად

“ივანიშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა ყველაზე დაბალმა ზღუდემ სტატუსი დაწერა, მეგობარ აქტს თუ მიიღებენ, სოროსოს ფონდი გავაგდოთ და რომელიმე ოპოზიციური არხი დავხუროთო.
მეგობრებო, ოპოზიციური არხის დახურვას ამერიკაზე შურისძიებად რომ შემოგასაღებენ, მაინც უდრეკად გააგრძელებთ რეჟიმის მხარდაჭერას? ხვდებით საერთოდ რა ტილოს სახელმწიფოს თლის სწრაფი ტემპებით რეჟიმი?
აქ რომ თქვენი თუ თქვენი ნაცნობის პრობლემას რომელიმე არხი გააშუქებს, ეგ ამერიკის ინტერესი გგონიათ? ბაზრობის ხანძირს მიზეზების გამოძიება დიფსთეითის ინტერესია? ტყე რომ მიიტაცა პაპუაშვილმა და მთა წილოსნებმა, ამის ცოდნა ამერიკის ინტერესია? ქვეყანაში ოპოზიციის და ოპოზიციური არხის არსებობა მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესი შეიძლება იყოს და მათ არსებობას დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს? მართლა ასე ფიქრობთ?
რთულ სააზროვნო კონსტრუქტებზე რომ სრიალებს ძალიან აზროვნება, ეგ გასაგებია, მაგრამ ხელის გულზე რაც დევს იმაზე მაინც დახარჯეთ ზედმეტი ორი წუთი დასაფიქრებლად,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და არა არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება – ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე: თუ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?