რუსული წყაროები, კურსკის ოლქში უკრაინის ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსი სამხედრო პროპაგანდისტული ბლოგერები Telegram არხებზე დღეს დილიდან, კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის ახალი მცდელობის შესახებ წერენ.

იუწყებიან, რომ უკრაინელი ჯარისკაცები საზღვრის გარღვევას სოფელ ტიოტკინოს მახლობლად ცდილობენ, რომელიც საზღვართან მდებარეობს. ზოგიერთის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ნოვი პუტთანაც. დარტყმების შედეგად კი, სოფელ ზვანოეში მდინარეზე გამავალი ხიდი განადგურდა.

Telegram არხები იუწყებიან, რომ რუსმა სამხედროებმა საინჟინრო მანქანები და სხვა ტექნიკა დაბომბეს. ადგილობრივები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ უკრაინული დრონების გაზრდილ აქტივობას ს ტერიტორიაზე.

შესაძლო ახალი შეტევის თაობაზე, კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აპრილის ბოლოს, ს გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პუტინს კურსკის ოლქის “გათავისუფლება” უპატაკა, თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთის განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – სანქციები რუსული „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აუცილებლად შეეხება საქართველოსაც – დიქტატურა დინების წინააღმდეგ მოძრაობს და თავთან ერთად ახალ ქაოსში ითრევს თითოეულ ქართველს