ვიქტორ ორბანი – იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი, არ წყვეტენ კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებას ეხმაურება.
„პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო! იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი არ წყვეტს კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. მოგწონთ ეს თუ არა, ასე ვმოქმედებთ აქ“, – წერს ორბანი.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.
“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა – იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ