ვოლოდიმირ ზელენსკი – უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას – საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა

უნგრელების 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, საჭირო არაა თქვენს არჩევნებში ჩვენი ჩათრევა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ს პოზიციის მიუხედავად, რომელმაც შესაბამისი ღია გამოკითხვა დააინიცირა.
“სხვათა შორის, ორბანის ოპოზიციამ ღია გამოკითხვა მოამზადა ყველა უნგრელისთვის. 70% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნგრეთში ხალხი ჩვენ მხარესაა. თქვენ იცით, რომ მან [ორბანმა] გამოკითხვა მოამზადა – იქ ვითომ ხალხი ჩვენ წინააღმდეგაა. ის აკონტროლებდა ამ გამოკითხვას. მაგრამ არის სხვა გამოკითხვა, და იქ 70% უკრაინის მხარესაა,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხის წამოწევა უნგრეთში შიდა პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება.
“უბრალოდ საჭირო არაა საკუთარ არჩევნებში ჩვენი ჩათრევა. ის [ორბანი] აკეთებს ამას. იმით, რომ ევროკავშირში გვბლოკავს. საბოლოო ჯამში ეს მეთოდიკა მომგებიანი არ იქნება. რატომ? ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ხალხი იქ უკრაინის მხარესაა. როგორც არ უნდა ამუშავებდეს ის [ორბანი]. რაღაც პროცენტს დაამუშავებს, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ სიძულვილით მუდამ გამარჯვება,” – განაცხადა ზელენსკი.
მისი თქმით, ორბანი “ძალიან სახიფათო რაღაცებს” აკეთებს.
“ამას ვხედავთ და ყურადღებით ვადევნებთ თვალს. კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს სხვა პარტნიორებთან და ვიძლევით სიგნალს – ის, რასაც ის აკეთებს – სახიფათოა ევროკავშირისთვის,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე – იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები სწორედ მშვიდობის დამყარებით დასრულდება – მინდა, უკრაინასა და მთლიანად ევროპის კონტინენტს ვუსურვო მშვიდობა

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით