აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო

აშშ-მა რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან ამოიღო, – ამის შესახებ განცხადებას -ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, რუმინეთი უვიზო რეჟიმის პროგრამიდან „საზღვრისა და იმიგრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და თავად პროგრამის მთლიანობის დაცვის მიზნით“ ამოიღეს.
„უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის რუმინეთის მადლიერები ვართ. შესაძლოა, პროგრამაში რუმინეთის ხელახლა ჩართვის საკითხის მომავალში განხილვა მოხდეს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ, ტრიშა მაკლაფლინმა.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუმინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „აშშ-თან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა საკითხის გადახედვა მოხდეს“.
ცნობისთვის, რუმინეთი უვიზო მიმოსვლის პროგრამაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ 2025 წლის 9 იანვარს დაამატა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს