ისტორიაში პირველად ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მსოფლიოს თასზე მედალი მოიპოვა

კანადაში მხატვრულ ცურვაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. მხატვრულმა მოცურავე მარია ალავიძემ თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, სპორტსმენმა 200,7612 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მარია ალავიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება შეძლო.
სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა