რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს – დაშავდა 47 ადამიანი

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაშავდა 47 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკოვზე დრონების გამოყენებით მასიური შეტევა განახორციელეს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოებში 8 ადამიანი რჩება.
თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები დაზიანდა.
რუსული ძალების თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთმა საცხოვრებელ შენობებს დაარტყა და არა სამხედრო ობიექტებს.
„სამხედრო სამიზნეები არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რუსეთი საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში არიან. მხოლოდ არაადამიანურ არსებებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, ვისაც მშვიდობა სურს. მხოლოდ ძალას და სანქციებს შეუძლია რუსეთის შეჩერება“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხაილ გალუზიმი – თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდა – ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები ავაშენოთ

გია ბარამიძე: ხეობის გზის დასაწყისში, შემთხვევით ერთმანეთს გადავეყარეთ და გიგა ბოკერია და მე ერთად მოვდიოდით ჭუბერის გზაზე და თუ რამე სირთულე იყო, ერთად გადავლახეთ. ეს ქალი საერთოდ არ მინახავს…