“ოცნებამ” ტალეირანი რომ მოძებნოს და ის გაუშვას ელჩად აშშ-ში, ისიც ვერაფერს გახდება – დიპლომატი

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, დიპლომატ ვალერი ჩეჩელაშვილის აზრით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ქმედებები არ აჩვენა, -საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაინიშნება ელჩად.
„ოცნებამ“ ტალეირანი [შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი – ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი] რომ მოძებნოს და ის გაუშვას ელჩად აშშ-ში, ისიც ვერაფერს გახდება“ – ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.
ამასთან, გამოცდილი დიპლომატი ვარაუდობს, რომ ამ სიტუაციაში, არცერთი კარიერული დიპლომატი აშშ-ში ელჩად დანიშვნას არ დათანხმდება.
“არ ვიცი, ვინ არის წარდგენილი ელჩად, მაგრამ ვფიქრობ, „ქართულ ოცნებაში“ ტალეირანი რომ მოძებნონ და გაუშვან ვაშინგტონში, არსებული ურთიერთობების ფონზე, ვერაფერს გახდება, ვიდრე [„ოცნების“ ხელისუფლების] ნაბიჯებით არ გამყარდება ელჩის მოქმედებები. უფრო მეტიც, პირველივე შეხვედრის შემდეგ, მის მიმართ ნდობის რესურსი ამოიწურება.
გახსოვთ, თავად ბატონმა ირაკლი მაც აღიარა ირიბად, რომ „კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნიო“. კითხვა უნდა დავსვათ, რატომ ვერ აკეთებენ ვერაფერს?! თუ ჩვენი კურსი ისევ ევროინტეგრაციაა და ამას ამბობს ბატონი ლევან დავითაშვილიც, მაშინ რატომ არ აქვთ ელჩებს საქმე?! ამდენად, არ აქვს არაინაირი მნიშვნელობა, ვის დანიშნავენ ელჩად.
მეეჭვება, კარიერული დიპლომატი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რა გამოწვევებთან ექნება საქმე, დათანხმდეს ამ შეთავაზებას და ასევე, არ ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ს რწმუნებათა სიგელები იქნება მიღებული, თუ ესეც კონკრეტული ქმედებებით არ გამყარდა“, – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
ცნობისთვის: 19 მარტს მ „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი უკვე შერჩეული ჰყავთ და პროცედურებიც დაწყებულია.
„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, „ოცნებას“ ერთ-ერთ კანდიდატად შერჩეული ჰყავს თამარ ტალიაშვილი, რომელიც ამჟამად ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია.
აშშ-ში საქართველოს ბოლო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პოსტიდან 2024 წლის 30 ნოემბერს გადადგა.