აშშ-ის უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-მა 2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა მოგება შეამცირა და შემოსავალი ოდნავ გაზარდა, მოგებამ ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა, ხოლო შემოსავალმა მოლოდინები არ გაამართლა.
პრესრელიზის თანახმად, იანვარ-მარტში წმინდა შემოსავალმა 7.71 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 1.76 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 8.22 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 2.06 აშშ დოლარს შეადგენდა.
LSEG-ის მიერ შედგენილი კონსენსუსის პროგნოზი ითვალისწინებდა, რომ ერთ აქციაზე შემოსავალი 1.73 აშშ დოლარი იქნებოდა.
კვარტალური შემოსავალი 83.08 მილიარდი დოლარიდან 83.13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ბაზრის პროგნოზზე (86.72 მილიარდი დოლარი) ნაკლები იყო.
