Bloomberg – ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს

ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა გააძლიეროს, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს.
წყაროების ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ტრამპისთვის რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს. ამავდროულად, მათ აღნიშნეს, რომ ტრამპს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინაიდან დიპლომატიური ძალისხმევები გრძელდება. მათ უარი თქვეს დეტალურად აღწერაზე თუ რა ვარიანტები განიხილება და აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“