თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილების გარეშე რაიმე სახის არჩევნებზე წავა, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას მონაც

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს განცხადებით, ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი იქნება.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ძალები უნდა გააერთიანონ.
„ხშირად არის საუბარი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციულ სტილში, გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი, რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება ითქვას მონაც. ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევკრათ!”, – განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პროპაგანდა, მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზე მოქმედებს.
„ახლა შავი და თეთრი დღესავით ნათელია. ამათმა [“ქართულმა ოცნებამ”] რამდენიც არ უნდა გააბუქონ და რა პროპაგანდაც არ უნდა აწარმოონ. ისინი თავის დაზომბებულ, გაუბედურებულ ან გაქსუებული მოსახლეობის 20%-ს ელაპარაკებიან. მათი მრევლი ვინ არის? – არის უკიდურესად ღარიბი და გაუბედურებული ან გაქსუებული, რომელიც მოპარულ ფულში იხრჩობა და საკუთარი ეროვნული ორგანიზმის სისხლს სვამს. ამათზე მოქმედებს ეს პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს, რადგან მათთვის არის შექმნილი, მაგ: კომისიები და სხვადასხვა იდიოტიზმები. იმიტომ, რომ მსოფლიოში ამას არავინ ჭამს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად