ბაირონ სმიტის და ჯაილზ კლარკის შეხვედრები კონცეპტში

5 მაისი, ორშაბათი
მარჯანიშვილის ქ.7, კონცეპტი, მე-4 სართული
18:00-19:00
ბაირონ სმიტი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, არაერთი ჯილდოს მფლობელი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრები მიზნად ისახავს, მოიხელთოს კონფლიქტისა და მიგრაციის უშუალო არსი, იმ იმედით, რომ ამ ისტორიების ექო მსოფლიოზე გავლენას მოახდენს. მას გაშუქებული აქვს ისტორიები კონფლიქტის ისეთი ზონებიდან, როგორიცაა ერაყი, სუდანი და ; ასევე, ისეთი ქვეყნების ცვალებადი პოლიტიკური ლანდშაფტი, როგორებიცაა ჩრდილოეთი ირლანდია, ყაზახეთი და ფოტოგრაფის მშობლიური .
5 მაისი, ორშაბათი
მარჯანიშვილის ქ.7, , მე-4 სართული
19:10-20:00
ჯაილზ კლარკი გაერთიანებულ სამეფოში დაბადებული ფოტოჟურნალისტია, რომლის ინტერესის სფეროა მიმდინარე და კონფლიქტების შემდგომი მსოფლიო პრობლემების ამაღელვებელი მომენტები. ფოტოგრაფის კარიერა მან დაიწყო დასავლეთ ბერლინში, შემდეგ გააგრძელა ლონდონში და ბოლოს დამკვიდრდა ნიუ-იორკში. ჯაილზ კლარკი უკანასკნელი 18 წლის მანძილზე აშუქებდა ჰუმანიტარული კრიზისის ყველაზე სერიოზულ ზონებს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. მისი ყურადღება ძირითადად კონცენტრირებული იყო იმ ფასის გადახდასა და მსხვერპლზე, რომელიც მოქალაქეებმა გაიღეს; ასევე, სოციალური და ეკოლოგიური უსამართლობის ბევრ სხვა პრობლემაზე.
ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში, 2025 წელს, კლარკი წარმოადგენს ფოტოებს, გააზიარებს ამბებს ამ რეგიონებიდან ზოგიერთში მუშაობის შესახებ და დამწყებ ფოტოჟურნალისტებს, რომელთაც ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებით პრობლემური საკითხების დოკუმენტირება სურთ, რჩევებს მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ