„უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება“ – ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. ეს განცხადება ჯეი დი ვენსიმ რამდენიმე საათის წინ, “ფოქს ნიუსის” ეთერში საუბრისას ჯეი დი ვენსმა გააკეთა, არადა უ აქამდე ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.
„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!