ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: კი­დევ ერთხელ დიდი ბო­დი­ში ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის, მაგ­რამ …

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე საკ­მა­ოდ ვრცელ და პი­რად პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იგი ბო­დიშს იხ­დის “ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის”, თუმ­ცა იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეს მის შე­სა­ხებ ბოლო გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დრო­ე­ბით მა­ინც.

  • პოს­ტში ჟურ­ნა­ლის­ტი დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, შე­მო­სავ­ლის წყა­რო­ებ­ზე, სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბებ­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე. იგი გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ამ თე­მებ­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი ეს გამჭვირ­ვა­ლო­ბა.

“კი­დევ ერთხელ დიდი ბო­დი­ში ძა­ლი­ან პი­რა­დი სტა­ტუ­სის­თვის, მაგ­რამ იმე­დია ბოლო სტა­ტუ­სია ჩემ­ზე, ნუ დრო­ე­ბით მა­ინც. გუ­შინ ვთქვი რომ ჩემს პი­რად ფი­ნან­სურ ან­გა­რიშს დავ­დებ­დი. პი­რო­ბა უნდა შე­ვას­რუ­ლო.

ჩემი ხელ­ფა­სია 10 ათა­სი ლარი. ამ ხელ­ფასს ვი­ღებ ჩემს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სპონ­სო­რე­ბი­დან. მა­ში­ნაც კი როცა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში ვმუ­შა­ობ­დი, არ­ხის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხანი ვფი­ნანსდე­ბო­დი. პი­რი­ქით, რ2- ზე მუ­შა­ო­ბის დროს, ჩემს მიერ მო­პო­ვე­ბულ ფი­ნან­სურ რე­სურსს იქეთ ვუ­ყოფ­დი არხს. ( ეს იყო ფრო­დაქთე­ბის 50%)

ჩემი მთა­ვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემი სოც­მე­დი­აა.

თავს რომ ვი­წო­ნებ მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვე­ბით, ამ ყვე­ლა­ფერს მე ვყი­დი. ნამ­დვი­ლად მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღალ ბი­უ­ჯე­ტუ­რი პლატ­ფორ­მე­ბი. მყავს სტა­ბი­ლუ­რი პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, მაქვს ერთჯე­რა­დი შეკ­ვე­თე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ი­დან მაქვს სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის დაკ­ვე­თა მი­ღე­ბუ­ლი, მათ შო­რის ქო­ცე­ბის­გა­ნაც, კარ­გად იცი­ან ჩემი პლატ­ფორ­მე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა. იმე­დია ამ სტა­ტუს­ზე მათ კო­მენ­ტა­რებს წა­ვი­კი­თხავ.

წარ­მოდ­გე­ნა რომ გქონ­დეთ, ჩემი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სია 5 – 7 ათა­სი ლარი. რამ­დე­ნი შეკ­ვე­თა­ცაა თვე­ში, იმ­დენ­ჯერ უნდა გა­და­ამ­რავ­ლოთ ეს თან­ხა. სხვა ფასი აქვს ფე­ის­ბუ­ქით მომ­სა­ხუ­რე­ბას. რად­გან სი­ზუს­ტეს დაგ­პირ­დით 3 ათა­სი ლარი აქ მაქ­სი­მუ­მია. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცის სუს­მა. დიდი ხა­ნია ჩემი პი­რა­დი სა­ბან­კო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მათ მიერ კონ­ტროლ­დე­ბა. სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია ახლა ამის და­წე­რას მაგ­რამ პრო­პა­გან­დას უნდა ვუ­პა­სუ­ხო.

ჩემს შე­მო­სა­ვალს, ოჯა­ხის გარ­და ჰყავს მუდ­მი­ვი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი. 2 მო­ზარ­დი. ისი­ნი ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­დნენ. თით­ქმის ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. ასე­ვე, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი. შვი­ლე­ბის სწავ­ლა, ჩაც­მა, კვე­ბა. ამა­ზე მეტს მე არ დავ­წერ. ესეც ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­მო­ვი­ტა­ნე სა­ჯა­როდ.

ჩემი და­ნა­ზო­გით 2019 წელს (მა­შინ ფონ­დი არ არ­სე­ბობ­და) ვი­ყი­დე მიწა კი­კეთ­ში, რო­მელ­საც ვყი­დი და თუ იყი­დით არ და­გი­ვი­წყებთ ამ სი­კე­თეს. კრე­დი­ტის და­ფარ­ვა მინ­და. ერთი წლის წინ, გა­დავ­წყვი­ტე მეც გა­მე­რის­კა და ამე­ღო კრე­დი­ტი (მძულს ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი) და ჩემი ოც­ნე­ბის სახ­ლი მე­ყი­და. ეს იქ­ნე­ბო­და ჩემი პირ­ვე­ლი დიდი შე­ნა­ძე­ნი ცხოვ­რე­ბა­ში, რაც და­მარ­წმუ­ნებ­და რომ უკვე ნამ­დვი­ლად დიდი გოგო ვარ.

სეს­ხი დავ­ტვირ­თე მა­რი­ა­მის ბი­ნით. ავი­ღე კრე­დი­ტი თი­ბი­სი­ში, ქვე­მოთ არის სა­ბუ­თი ბან­კი­დან. კრე­დი­ტის თან­ხა, 350 ათა­სი ევრო. დარ­ჩე­ნი­ლია 313 ათა­სი 20 წლი­ა­ნი. 6,5% სწო­რედ ამ კრე­დი­ტის თან­ხის ნა­წი­ლის გა­დახ­და მინ­და მი­წით, რო­მელ­საც ვყი­დი.

  • ერ­თა­დერ­თი სახ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე რო­მე­ლიც გა­მაჩ­ნია მდე­ბა­რე­ობს კიპრზე (კვიპ­როს­ზე), სა­დაც მშვი­დი ცხოვ­რე­ბის დროს 40 ევ­როდ დავფრი­ნავ­დი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს. ვჭამ­დი სას­წა­ულ ზღვის პრო­დუქ­ტებს 20 ევ­როდ და სულ მქონ­და მზე.

როცა ვამ­ბობ რომ არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გეგ­მე­ბი არ მაქვს სწო­რად ამას ვგუ­ლის­ხმობ. ერთი სული მაქვს ჩემი ოც­ნე­ბის სახ­ლში რო­დის გა­ვარ­დე­ბი და ვპა­ტი­ჟებ ყვე­ლა მე­დეგს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე იბ­რძვის რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

ბან­კის ცნო­ბა ადას­ტუ­რებს რომ კრე­დი­ტით აღე­ბუ­ლი თან­ხა პირ­და­პირ გა­და­ი­რი­ცხა იმ ადა­მი­ან­თან, ვის­გა­ნაც სა­კუთ­რე­ბა შე­ვი­ძი­ნე. კი­დევ ერთხელ ბო­დი­ში ასე­თი პი­რა­დი სივ­რცის გა­მო­ფე­ნის­თვის, მაგ­რამ ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, პრო­პა­გან­დას ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ” – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – ტარიელ ონიანისთვის მიუღებელია და ბაჩო ახალაიაც უარყოფს მის პოლიტიკაში მონაწილეობას – არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას, როგორც კი ხალხი გაისტუმრებს „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას

ზაზა თავაძის ინფორმაციით, ახმეტაში მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, პროკურატურას ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტის შესწავლის თხოვნით მიმართა, თუმცა კვირაზე მეტია რეაგირება არ ჰქონიათ