“ღარიბ ადამიანს ბოლომდე სრესენ! ეს არის ივანიშვილის ქრისტიანობა, პატრიოტიზმი და რაინდობა!” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ღამის სამ საათზე მიუვარდნენ მოშიმშილე მაღაროელებს, სცემეს, ციხეში ჩასვეს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს კი დაკავებულებს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ჭიათურაში კრიზისი გრძელდება, წინ მრავალი მოლაპარაკებაა… ძალაუფლების ცენტრს, რომელიც აკონტროლებს ხელისუფლებას, ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიციას, უშიშროებას, პროპაგანდისტულ მედიას, სარგებლობს ზოგიერთის ნელ-თბილი პოზიციით, კიდევ ერთი ბერკეტი ჩაუვარდა ხელში – მძევლად აყვანილი მშრომელები და მათი 9 წლიანი მსჯავრით ვაჭრობა.

გაჭირვებულ, ღარიბ ადამიანს ბოლომდე სრესენ! ეს არის ივანიშვილი ბიძინას, პრემიერ-მინისტრად წოდებული ჯოფრი ბარათეონის ქრისტიანობა, პატრიოტიზმი და რაინდობა!

შხამისფერი მელანი მოგროვილია თქვენი არამზადობის ისტორიის წიგნებში ჩასაწერად!

სოლიდარობა მაღაროელთა ქალაქს! თავისუფლება მძევლებს!

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!