დაკავებულ მაღაროელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ოთხივე პირისთვის 5000-5000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურა კი ამტკიცებდა, რომ მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე არსებობს.
მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით 29 აპრილს დააკავა. შსს-ს განცხადებით, ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გიორგი ნეფარიძემ და მერაბ სარალიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)