ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა

ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, შეხვედრის მიზანი დაზარალებულების პრობლემების გაცნობა იყო.
ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა, დღეს დილით კი ადგილზე ხმაური იყო. დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. მოვაჭრეებს შესვლა სურდათ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ. ამასთან, ისინი ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვდნენ, მოგვიანებით კი უწყებასთან თავად გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)