მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა

მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს.
ამასთან, გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო იმყოფებიან.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანია UVT Aero-მ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)