აშშ-თან იშვიათი მეტალების შესახებ გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ესაუბრა და ვაშინგტონში, „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის“ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ აცნობა.
„ეს უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობაში მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს, რომელიც მიზნად უკრაინის ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, კაია კალასთან სატელეფონო საუბრისას „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ბოლო დროს გადადგმული მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯები განიხილა“.
შეგახსენებთ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ და აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“ შეთანხმებას ხელი ვაშინგტონში მოაწერს. დოკუმენტის გაფორმების შემდეგ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება უკრაინაში გლობალური ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს, ხოლო სკოტ ბესენტის თქმით, ფონდის შექმნა „მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერსპექტივაში“
