“რუსეთს ეკონომიკა დაემსხვერა…” – ახალი სანქციების კანონპროექტს სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს – სენატორი

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მას სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს კანონპროექტზე, რომელიც ეხება სთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს ქვეყნებზე, რომლებიც მისგან ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ.
„ტრამპმა ისაუბრა იმედგაცრუებაზე. მე მინდა ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები წარმოადგენს სენატის შეხედულებას, რომ მთავარი ბოროტმოქმედი ა… პუტინი უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის გასულელებას შეეცდება, ამიტომ ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია -ის პრეზიდენტისთვის“, – თქვა სენატორმა.
სენატორი ამბობს, რომ მას 72 კოლეგის მხარდაჭერა აქვს.
ლინდსი გრემის თქმით, პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომ ან დაჯდეს ტრამპთან ერთად მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ან რუსეთის ეკონომიკა „დაემსხვრეს“.
Bloomberg-ის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, სანქციები მოიცავს 500%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა