ისრაელში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან

ისრაელში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ხანძარმა ქვეყნის დედაქალაქ იერუსალიმამდე მიაღწია. სტიქიის გამო ქალაქიდან გასასვლელი რამდენიმე მაგისტრალი კვლავ ბლოკირებულია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 163 სახანძრო ჯგუფი და 12 თვითმფრინავია ჩართული. ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების დროს 17 მეხანძრე დაშავდა. ჯამში დაშავებულია 22 ადამიანი.
ძლიერი ხანძარი ოთხშაბათს იერუსალიმთან ახლოს, ეშტაოლის ტყეში გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
Euronews-ის ცნობით, იტალია, ხორვატიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, რუმინეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და კვიპროსმა ისრაელს ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი გაუგზავნეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!